აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა თავისით გამოსწორდება და ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის მცირე ფასია.
„ნავთობის მოკლევადიანი ფასები, რომლებიც სწრაფად დაეცემა ირანის ბირთვული საფრთხის განადგურების შემდეგ, ძალიან მცირე ფასია აშშ-ისთვის, მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. მხოლოდ სულელები თუ იფიქრებდნენ სხვაგვარად!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ბიბისის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

