აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ირანი მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ, რის გამოც ისრაელმა და აშშ-მა „სწრაფად მოქმედება“ გადაწყვიტეს

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ირანი სწრაფად მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ.

ჰერცოგის თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს „სწრაფად მოქმედება“ და საფრთხის აღმოფხვრა.

ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი საერთაშორისო სამართლის არცერთ ნორმას არ იცავდა.

ისრაელის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ,  რატომ ახორციელებს ისრაელი თავდასხმას ირანის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ლიბანზე.

„ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ თავად გვესხმოდნენ თავს“, – უპასუხა ისააკ ჰერცოგმა და აღნიშნა, რომ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან არსებულ თავდასხმას პასუხობდნენ.

იტვირთბა....