ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა შეცვალოს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც გასულ კვირას აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ირანული მედია ირანის მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ექსპერტთა ასამბლეა 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შედგება. მათ ხამენეის შემცვლელის შერჩევა ევალებათ.
მედიის ინფორმაციით, აიათოლა მოჰამედ მეჰდი მირბაგერიმ განაცხადა, რომ „უმრავლესობამ გადაწყვეტილებას“ მიაღწია, თუმცა ზოგიერთი პროცედურული დაბრკოლების მოგვარებაა საჭირო.

