თეირანის დასავლეთით მექდადის ბაზაზე აფეთქება მოხდა. ისრაელის ავიაგამადგურებლებმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზები დაბომბა. გუშაგთა კორპუსის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მართვის ცენტრები და ბაზები მიწასთან არის გასწორებული. რაკეტა დაარტყეს ფოლდოხთარში დაზვერვის შენობასაც.
ისრაელი ირანთან ომის ახალ ფაზაში გადადის. მეექვსე დღეა უწყვეტად იბომბება თეირანის ქალაქები. დაიბომბა ბუშერის საჰაერო ბაზა თეირანში. Reuters-ის ინფორმაციით, შტატებისა და ირანის სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზა ირანის რაკეტების მიწისქვეშა საწყობების განადგურება იქნება. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის 30 სამხედრო გემი გაანადგურა. პენტაგონის ხელმძღვანელი ირანის რეჟიმს უფრო ძლიერ თავდასხმას უანონსებს.
ირანი კი უფროო მძიმე სცენარისთვის ემზადება. ალი ხამენეის რეჟიმი ამერიკის სახმელეთო შეჭრას ელოდება. მიუხედავად ამისა, რეჟიმი არც დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ითხოვს და არც ომის დასრულებას.

