ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება” – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

მისი თქმით, დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება.

დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება. 

ევროკომისიამ 12 თვით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის პირველი გამოყენებაა,” – წერს მარგუს ცაჰკნა. 

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

“2026 წლის 6 მარტიდან, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ.

ამ გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ყველა ქვეყანა შეასრულებს, გამონაკლისის გარეშე.

ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო მითითებები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას არ გამოიყენებენ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტს, შესაძლოა ევროკავშირში შესვლა შეეზღუდოთ.

საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლით სარგებლობას კვლავ გააგრძელებენ.” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....