ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის 52 %-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს

 

საქართველოს მოსახლეობის 52%-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს. ამის შესახებ ნათქვამია „თი-ბი-სი“ ბანკის დაკვეთით განხორციელებულ კვლევაში. კვლევის მიხედვით, რომელიც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საერთაშორისო ორგანიზაცა TNS-მა ჩაატარეს, მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აქვს მაღალი ფინანსური განათლება, 42%-ს – საშუალო ფინანსური განათლება.

კვლევის მიხედვით, ყველაზე უკეთ საქართველოს მოსახლეობას ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები ესმის. გამოკითხულთა 59%-მა ინფლაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე სწორი პასუხი გასცა.

კვლევის შედეგებს უარყოფითად აფასებს ISET-ის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ლაშა ლაბაძე. მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის.

გამოკითხვა საქართველოს 7 ყველაზე დიდ ქალაქში ჩატარდა, სულ 1000 ადამიანი გამოიკითხა სალეტეფონო ინტერვიუს გზით. „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მსგავსი კვლევას „თი-ბი-სი“ ბანკი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

იტვირთბა....