“ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად” – ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად, რადგან ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“; ახლა წყდება, „ფარდის“ რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები“,- ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ოპოზიცია „დაუპირისპირდება რეჟიმის პროპაგანდას“ და საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ „მშვიდობისთვის საფრთხე ივანიშვილის რეჟიმია“.
„დემოკრატიული ოპოზიცია დავუპირისპირდებით რეჟიმის პროპაგანდას საზოგადოების დარწმუნებით, რომ სწორედ ივანიშვილის რეჟიმია მშვიდობისთვის საფრთხე, რადგან საქართველოს ტოვებს მარტოს რუსეთის პირისპირ, საერთაშორისო იზოლაციაში, პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე“,- აცხადებენ „ოპოზიციის ალიანსში“.

