შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „იმედიდან“ გამოგდების რეალურ მიზეზს დაასახელებს:
”მეგობრებო, დღეს 14.00 საათზე პრაიმ ტაიმში ტარდება ჩემი და ჩემი ადვოკატის პრესკონფერენცია.
ამ პრესკონფერენციაზე დავასახელებ ჩემი ”იმედიდან” გამოგდების რეალურ მიზეზს.
ასევე გაუწყებთ თუ რა სისხლის სამართლებრივი სარჩელით მივმართავ პროკურატურას ”იმედის” წინააღმდეგ და ფაქტებით დავასაბუთებ იმ სქემას, რა სქემითაც იმართება ტელევიზიის პოლიტიკური ეთერი. გარწმუნებთ სერიოზული ბრალდებები იქნება”, – წერს შალვა რამიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.