აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონსა და მის შემოგარენში ირანთან დაკავშირებული უცხოური დაზვერვის დახმარებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, ლონდონსა და მის შემოგარენში 4 პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ირანთან დაკავშირებული უცხოური დაზვერვის სამსახურის დახმარებაში. დაკავებულებიდან 1 ბრიტანეთის, ხოლო 3 ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქეა. ინფორმაციას Iran International ავრცელებს.

სპეცოპერაცია ადგილობრივი დროით, 01:00 საათზე ბარნეტში, უოტფორდსა და ჰაროუში ჩატარდა.

პოლიციის თქმით, გამოძიება ეხება ლონდონში ებრაულ თემთან დაკავშირებულ პირებსა და ობიექტებზე სავარაუდო თვალთვალს.

იტვირთბა....