აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანში, გოგონათა სკოლაზე თავდასხმაზე სავარაუდოდ აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელი” – როიტერი

აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანში გოგონების დაწყებით სკოლაზე თავდასხმაზე სავარაუდოდ აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ორ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხედრო გამომძიებლებს გამოძიება არ დაუსრულებიათ და საბოლოო დასკვნამდე არ მისულან.

სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლას შაბათს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების პირველ დღეს დაარტყეს. გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად 150 მოსწავლე დაიღუპა.

იტვირთბა....