აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონები და რაკეტები შეიჭრნენ, რომელთა ჩამოგდება შეძლეს

საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში დრონები და რაკეტები შეიჭრნენ, რომლებიც თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო იერიშები დედაქალაქ ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით განხორციელდა.

„ერ-რიადის აღმოსავლეთით სამი დრონი განადგურდა, ალ-ხარჯის პროვინციის აღმოსავლეთით ფრთოსანი რაკეტა და დრონი ჩამოვაგდეთ. სამი ბალისტიკური რაკეტა ასევე გაუშვეს პრინც სულთანის საჰაერო ბაზის მიმართულებით, მაგრამ ყველა გავანადგურეთ“, – ნათქვამია სამინისტროს განაცხადებაში.

იტვირთბა....