თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები პლატფორმა X-ზე აზიარებს:
“მე მუდმივ კონტაქტში ვარ ჩემს ამერიკელ კოლეგებთან… ჩვენ ვიბრძვით საერთო ინტერესებისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან. კოორდინირებული მოქმედებებით რეჟიმს სამხედრო შესაძლებლობებს ვაცლით, სტრატეგიულ იზოლაციაში ვაქცევთ და მიგვყავს ისეთ სუსტ მდგომარეობამდე, როგორიც მას არასდროს განუცდია. ეს ნამდვილად ისტორიული თანამშრომლობაა.“ – აცხადებს ეიალ ზამირი/

