ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, უახლოეს დღეებში მტრის პოზიციებზე თავდასხმებს გააძლიერებენ და გააფართოებენ.
ირანული მედიის ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო და საზღვაო ძალებმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს. დაბომბეს ისრაელის საჰაერო ძალების რამატ-დავიდის საჰაერო ბაზა და სარადარო სადგური მერონის მთაზე.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ ასევე აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა „ამერიკელი ტერორისტების ადგილსამყოფელზე“ ქუვეითში, ალ-ოდეირის ბანაკში და ამერიკელი სამხედროების შტაბ-ბინაზე ერაყის ქალაქ ერბილში.

