აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის არმია ირანს „სრულად ანგრევს“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედროები და ისრაელი ირანულ სამიზნეებს „განრიგზე ადრეც კი“ სრულად ანადგურებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების არმია, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს მტრის სრულ განადგურებას, ვადაზე ადრე და იმ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს. ჩვენი ხალხი დიდ საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ ირანის უპილოტო თვითმფრინავს და სარაკეტო სისტემებს „ყოველ საათში“ ურტყამს.
„მათ არ აქვთ საჰაერო ძალები, მათ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. მათი ყველა თვითმფრინავი გაქრა, მათი კომუნიკაციები გაქრა. ჩვენი ძალები საკმაოდ კარგად მუშაობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

