აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„გაფრთხილება ჩრდილოეთის დასახლებების მცხოვრებლებს, თქვენ ბრძანება გაქვთ, გახვიდეთ საზღვრიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა დასახლებული პუნქტიდან“, – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ჰეზბოლა“ გეგმავს, ისრაელის ქმედებებს პასუხი გასცეს.

„თქვენი სამხედროების აგრესია ლიბანის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და მის მიერ განხორციელებული განდევნის კამპანია უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

დაჯგუფების განცხადებას უკვე უპასუხა ისრაელმა. როგორც ისრაელში განაცხადეს, ისრაელელები სასაზღვრო ქალაქებიდან ევაკუაციას არ აპირებენ.

იტვირთბა....