აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში, ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ფართო ტალღა დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში, „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე“ დარტყმების ფართო ტალღა დაიწყეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

მანამდე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს და თავდასხმის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე ობიექტებია.

იტვირთბა....