დადგინდა, რომ 4 დრონი ნახიჩევანის მიმართულებით ირანის მიერ იქნა გაშვებული – ველით, რომ შეწყვეტენ უარყოფას და ბოდიშს მოიხდიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ეს ყველაფერი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს.
უწყება აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცება, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და უარყოფს აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დღეს განხორციელებულ თავდასხმებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად.
“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

