ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პოტენციური სარაკეტო საშიშროების შესახებ აფრთხილებს და მათ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადავიდნენ.

სამინისტრო მოსახლეობას ასევე ურჩევს ფანჯრებიდან, კარებიდან და ღია ადგილებიდან მოშორებით დარჩნენ.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ირანის მხრიდან გაერთიანებულ საამიროებზე იერიშების დაწყებიდან დღემდე სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 94-მდე პირი.

იტვირთბა....