ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა, დროს ფუჭად კარგავენ” – ტრამპი

დონალდ ტრამპი ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება Axios-თან ინტერვიუში გამოეხმაურა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, “ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა იყოს ჩართული“

„ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“, – აცხადებს ტრამპი.

გამოცემა წერს, რომ საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ უარს ამბობს “ირანის ისეთი ახალი ლიდერის აღიარებაზე, რომელიც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რადგან ეს აშშ-ს აიძულებს ხუთ წელიწადში კვლავ ომში დაბრუნდეს”

დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....