ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები” – სალომე ზურაბიშვილი

პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook ლაივში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ერთიანობის ძალაზე და თქვა, რომ სწორედ ეს ერთიანობა დაამარცხებს “ოცნებას” ახალ არჩევნებში.

ჩვენ მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდე უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას – განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა.

ბოტების გარდა მე “ოცნების” მხარდამჭერი არ ვიცი. ოცნება შეეხო ყველას – დიასპორას, მშობელს, სტუდენტებს, არავინ არ გადარჩება. ოცნება შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს ამ პირობებში ოცნების მხარდამჭერი. ეს არ აარის სახელმწიფო და ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ ოცნებასთან მიჯაჭვული არ ხარ?                                                                                                                                 

მე ვარ იმედიანად, ჩვენ მოვიგეთ ბოლო არჩევნები და ჩვენ მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდე უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას. ასეთები არიან ის პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა და ესენი, არიან მოღალატეები და ამათთან ერთად ძალიან რთულია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....