ირანი აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს. ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ირანული მხარე აღნიშნავს, გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით დრონი გაუშვა. სიონისტური რეჟიმის მხრიდან მუსლიმურ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებით გაფუჭების ქმედებები კარგად არის დოკუმენტირებული. გამოძიების თანახმად, ასეთი ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დასადანაშაულებლად განახორციელა“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონები აფეთქდნენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

