შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია, რომელიც დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებლური ტაძრები დიდმარხვის ბოლო კვირეებში ყოველ საღამოს ატარებენ ზეთისცხებას. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. ამ დროს მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.
ამ დროს იკითხება შვიდი სახარება სხვა ლოცვებთან ერთად. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.
ზეთი იცხება შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.