რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – “ჩვენ სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ნებისმიერ სამოქალაქო სამიზნეზე თავდასხმებს”.
“ჩვენ სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ნებისმიერ სამოქალაქო სამიზნეზე თავდასხმებს – იქნება ეს ირანი თუ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები. ამავდროულად, ცხადია, რომ რეგიონის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის შეჩერებაა, რამაც არაბების ტანჯვის ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია” – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

