ესპანეთი უარყოფს თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებას, რომ მადრიდი დათანხმდა აშშ-ს, შესთავაზოს საკუთარი ბაზები ირანზე დარტყმებისთვის.
როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი აცხადებს, მადრიდის პოზიცია უცვლელი რჩება.
მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობას.
როგორც ცნობილია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის პოზიცია გამოხატა ორი სიტყვით – არა ომს.
ესპანეთი გახდა ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომელიც ირანში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ღიად გამოდის.

