აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე” – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ოცნების მიერ მიღებულ ახალ კანონებზე კომენტარს აკეთებს:

“ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე.” – განუცხადა ევროსკოპს კალასმა.

ოცნებამ გუშინ 2 კანონი დაამტკიცა, რომელსაც ყაველაშვილმა ხელი გუშინვე მოაწერა. მათ შორისაა ცვლილებები გრანტების კანონში, რომლის დარღვევაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – კანონპროექტის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ ქართული ოცნების წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მაგალითად, თუ მოქალაქე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია და გზავნილს იღებს ემიგრანტი ოჯახის წევრისგან, თანხის მიღების ნებართვა “ქართულ ოცნებასთან” უნდა შეათანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამავე კანონის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ბიზნესებისა და კომპანიების საჯარო პოლიტიკური აქტივობა. ამავე ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდა გარე ლობიზმიც

ოცნებამ ასევე დაამტკიცა კანონი, რომლითაც ხელისუფლებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამავე ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება: “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ” – მისი დარღვევა კი 3 წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.

იტვირთბა....