აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე” – მარკ რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე.

„ნიუს მაქსთან“ ინტერვიუში რუტემ აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ დონალდ ტრანპის მოქმედებების მიმართ, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ.

რუტეს თქმით, ნატო განზრახ ინარჩუნებს „ბუნდოვანებას“ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება, ამოქმედდეს მე-5 მუხლის მექანიზმი, „რათა მოწინააღმდეგეებმა ზუსტად არ იცოდნენ, სად გადის წითელი ხაზი“.

„ნატო ოპერაციაში პირდაპირ არ მონაწილეობს. მაგრამ მოკავშირეები, საერთო ჯამში, ფართო მასშტაბით, მხარს უჭერენ იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ასევე იზიარებენ თეირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ შეშფოთებას.

რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო, ამავდროულად, ყურადღებით ადევნებს თვალს ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებას.

იტვირთბა....