აშშ-სა და ისრაელის ირანთან დაპირისპირებას გასული ხუთი დღის განმავლობაში მსხვერპლი მოჰყვა როგორც ირანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში.
ბოლო მონაცემებით, 1045 ადამიანია დაღუპული ირანში, მათ შორის 175 სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომლებიც კონფლიქტის პირველ დღეს სარაკეტო იერიშს ემსხვერპლნენ.
ექვსი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა სამხედრო ოპერაციას, ქუვეითში ამერიკულ ბაზაზე რაკეტის დაცემის გამო.
ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ისრაელში, მათ შორის ცხრა ბეით შემეშში ირანულ რაკეტას ემსხვერპლა.ისრაელის სარაკეტო იერიშებს 77 ადამიანი ემსხვერპლა ლიბანში. ერთი ადამიანი დაიღუპა ბაჰრეინში, სამი – ქუვეითში, აქედან ორი სამხედროა. ერთი დაღუპულია ომანში, მას შემდეგ, რაც ტერიტორიულ წყლებში ტანკერს ჭურვი დაეცა. სამი პირი დაიღუპა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.
ირანული რაკეტის შედეგად ოთხი დაღუპულია სირიაში. სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა ერაყში.

