NewsMax-ს NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარ რუტემ განუცხადა – “NATO-ს მოკავშირეები, მასშტაბურად უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს ირანში… ჩვენ ფხიზლად ვართ”. მარკ რუტეს თქმით, ნატო ოპერაციაში უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა მოკავშირეები ხელს უწყობენ იმას, რასაც შეერთებული შტატები რეგიონში აკეთებს.
“NATO არ არის ჩართული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაში, თუმცა, ცხადია, მოკავშირეები, მასშტაბურად უჭერენ მხარს პრეზიდენტის ქმედებებს და ასევე ხელს უწყობენ აშშ-ს მიერ რეგიონში ამჟამად განხორციელებულ ქმედებებს, ირანის ბირთვული პოტენციალის და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას… აქ, ევროპაში, ჩვენ ვიცით ირანის გავლენა და ის ნეგატიური გავლენა, რაც მას შეიძლება ჰქონდეს… შეხედეთ მკვლელობის მცდელობებს NATO-ს ბევრ ქვეყანაში, აქ, ევროპაში, ირანულ დიასპორაში. ჩემი ქვეყანა [ნიდერლანდები] მუდმივი საფრთხის ქვეშაა თეირანის რეჟიმისგან… თქვენ ეს დღეს დილით დაინახეთ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია თურქეთისკენ მიმავალი რაკეტის შესახებ, რომელიც პოტენციურად ახდენდა გავლენას აშშ-ის ინტერესებზე თურქეთში, NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიერ იქნა განადგურებული.
ასე რომ, ეს მუშაობს. ჩვენ ფხიზლად ვართ… ჩვენ ყოველთვის ძალიან ბუნდოვანი ვიქნებით მე-5 მუხლის ამოქმედების შესახებ, ჩვენ მას ძალიან ბუნდოვანს ვტოვებთ, რადგან არ გვინდა, რომ ჩვენი მტრები, ჩვენი მოწინააღმდეგეები უფრო გონიერები გავხადოთ… ამასობაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში, რადგან ვხედავთ ამ თავდასხმებს არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ომანის, საუდის არაბეთის, ქუვეითის და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მე მუდმივ კონტაქტზე ვარ მათთან, რადგან გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველაფერში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მათი უსაფრთხოებისთვის, მათ დავეხმარებით” – მარ რუტემ.

