აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს” – კაია კალასი

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.

„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

იტვირთბა....