აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან ღამით განხორციელებული სამი თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მოქალაქეებისთვის თავშესაფრების დატოვება უსაფრთხოა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან ღამით ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული სამი თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მოქალაქეებისთვის თავშესაფრების დატოვება უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, საჰაერო განგაში ჩაირთო ისრაელის ცენტრალური ნაწილის, იერუსალიმის მიდამოებსა და დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....