ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთში ირანის ელჩი, მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და პროტესტის ნოტა გადასცეს, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს, ირანიდან გაშვებული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.

იტვირთბა....