აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებით, ირანში ბირთვული მასალის შემცველი ობიექტების დაზიანება არ აღმოუჩენიათ

ირანში იმ ობიექტებზე, რომლებიც ბირთვულ მასალას შეიცავს, დაზიანებას ვერ ვხედავთ… რადიოლოგიური გაჟონვის რისკი არ არსებობს – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

“უახლესი ხელმისაწვდომი თანამგზავრული ფოტოების ანალიზის საფუძველზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ირანში იმ ობიექტებზე, რომლებიც ბირთვულ მასალას შეიცავს, დაზიანებას ვერ ხედავს, შესაბამისად, ამ დროისთვის რადიოლოგიური გაჟონვის რისკი არ არსებობს.

ისპაჰანის ბირთვულ ობიექტთან ახლოს დაზიანება შეინიშნება ორ შენობაზე. ნათანზის ობიექტზე, შესასვლელებთან ადრე დაფიქსირებული დაზიანების შემდეგ, დამატებითი ზემოქმედება არ გამოვლენილა. სხვა ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე, ზემოქმედება არ ფიქსირდება.

გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი კვლავ მოუწოდებს მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილოს რადიოლოგიური ინციდენტის ყოველგვარი საფრთხე” – განაცხადა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ.

იტვირთბა....