აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მტკიცებულება, რომ ირანი აგებს ბირთვულ ბომბს, ბირთვული იარაღის ხარისხთან ახლოს არსებული გამდიდრებული ურანის დიდი მარაგები შეშფოთებას იწვევს” – რაფაელ გროსი

ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან გადაუჭრელი საკითხების გადაწყვეტაზე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „იქსზე“ წერს.

მისი თქმით, ირანი უარს აცხადებს, საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს სრული წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ საკითხზე, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას.

„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემს ანგარიშებში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული ვიყავი: მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მტკიცებულება ირანის მიერ ბირთვული ბომბის აგებზე, ბირთვული იარაღის ხარისხთან ახლოს არსებული გამდიდრებული ურანის დიდი მარაგები და ჩვენი ინსპექტორებისთვის სრულ წვდომაზე უარი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ მიზეზების გამო, ჩემს წინა ანგარიშებში მინიშნებულია – ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“, – წერს გროსი.

იტვირთბა....