აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ეფ-15“-ის ტიპის სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი ერთმა ქუვეითელმა პილოტმა ჩამოაგდო – Wall Street Journal

სამი ამერიკული „ეფ-15“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი 2 მარტს ქუვეითის სამხედრო საჰაერო ძალების F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელის მფრინავმა ჩამოაგდო.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Wall Street Journal წერს.

Wall Street Journal-ის ცნობით, პილოტმა სამი რაკეტა გაუშვა ამერიკული თვითმფრინავების მიმართულებით და სამივე ჩამოაგდო.

ეკიპაჟის ექვსმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე ირანულმა დრონმა ქუვეითის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეძლო. ერთი დრონი ქუვეითის პორტში მდებარე დროებით ოპერატიულ ცენტრს მოხვდა.

შედეგად ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....