საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის მცდელობა იყო.
მათი ცნობით, თავდასხმა რას ტანურას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სცადეს, რომელიც ყველაზე დიდია საუდის არაბეთში.
„წინასწარი შეფასებით თავდასხმა დრონით განხორციელდა და რაიმე დაზიანება არ გამოუწვევია“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა აქამდეც ირანის მიერ მოხდა.

