აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„როიტერის“ ცნობით, შრი-ლანკას სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 78 ადამიანი დაიჭრა, 101 კი დაკარგულად ითვლება

შრი-ლანკას სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაჭრილია 78 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ შრი-ლანკას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს შრი-ლანკას თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

მედიის ინფორმაციით, 4 მარტს შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ გალეს სიახლოვეს ირანულმა ფრეგატმა „დენამ“ განგაშის სიგნალი გაავრცელა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შრი-ლანკას სამხედრო საზღვაო ძალები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ატარებენ.

ამ დროისთვის ირანული ფრეგატიდან სულ მცირე 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ქალაქ გალეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....