აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ” – გიგი წერეთელი

ვერ დავადასტურებ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით ძალიან პოზიტიურ რაკურსშია მსოფლიოში და დასავლეთთან დაახლოების კუთხით ნაბიჯებს დგამს.

„ალბათ, სწორედ შექმნილი ვითარება იყო განსახილველი საკითხი. სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით ძალიან პოზიტიურ რაკურსშია მსოფლიოში, დასავლეთთან დაახლოების კუთხით ნაბიჯებს დგამს. არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნების” ხელისუფლება შეეცადოს სომხეთიც გამოიყენოს თავისი რთული და მძიმე იზოლაციური მომენტის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია, ასეც იყოს, ითამაშოს პოზიტიური როლი. ყველაფერი კარგია, რაც ადგილზე ამ ვითარებას შეცვლის.

ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”. თუ ვითარება იცვლება და საქართველოს ხელისუფლება ამ კურსს და პოლიტიკას შეცვლის, ყველაფერი წავა იქით, რომ არჩევნები და საზოგადოება გადაწყვიტავს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს კარგია. ამ საქმეში თუ ვინმე როლს ითამაშებს, მხარდასაჭერია”, – აღნიშნავს წერეთელი.

იტვირთბა....