ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ თეირანს აშშ-ის მიმართ ნდობა არ აქვს და მოლაპარაკებების საფუძველსაც ვერ ხედავს. მისი თქმით, ირანი მზად არის ომის გაგრძელებისთვისაც, რადგან ქვეყნის ისტორიამ და მრავალსაუკუნოვანმა ცივილიზაციამ არაერთხელ აჩვენა, რომ ომის არ ეშინია.
,,ჩვენ არანაირი ნდობა არ გვაქვს ამერიკელების მიმართ და არც მათთან რაიმე მოლაპარაკების საფუძველი გაგვაჩნია.
ეს მნიშვნელოვანი პუნქტია: ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ომი. ჩვენ ერთხელ უკვე ვაწარმოეთ ომი რვა წლის განმავლობაში. ახლაც, ჩვენი ისტორია და ჩვენი რამდენიმეათასწლოვანი ცივილიზაცია აჩვენებს, რომ ჩვენ არ გვეშინია ომის და არც მისი გაგრძელების გვეშინია.
მაგრამ ისინი (ამერიკელები) ასე არ არიან. მათ ასეთი მდგომარეობა არ აქვთ,” – განაცხადა ხამენეის მრჩეველმა.

