კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, -ამის შესახებ ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატარმა ირანში საპასუხო დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე იერიში მიიტანა.
ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს.

