“ყველაფერი ღრმა ბავშვობაში დაიწყო, როცა მე დავკარგე ოჯახის წევრი. ამის გამო ვარ მიდრეკილი დეპრესიისკენ.“ – ეს განცხადება მსახიობმა თათია სამხარაძემ (ტასო ბარნოვა) “ეკა ხოფერიას შოუში” გააკეთა:
“ყველაფერი დაიწყო ღრმა ბავშვობაში, როცა მე დავკარგე ოჯახის წევრი. ამის გამო ვარ მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა ამ ბოლო დროს ვისწავლე ემოციების კონტროლი. ამაში მეხმარება ექიმი, ფსიქიატრი, ქალბატონი ნინო. დედაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც მიხვდა როგორ მიჭირდა და მისი რეკომენდაციით და ძალდატანებით მე აღმოვჩნდი ექიმთან…
არ მქონდა სურვილი ორი კვირის მანძილზე, რომ ფარდა გადამეწია.
თავიდან ეს “ცუდად ყოფნა” მოგვწონს ადამიანებს, მეტი ყურადღებაა, მეტი სითბოა, მეტი ზარია, მაგრამ როცა ეს ზღვარს გადადის და საჭმელს აღარ ჭამ და ორი კვირა შხაპს არ იღებ, ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ასე არ შეიძლება. თუ შენ ვერ ერევი შენს თავს, მაშინ სპეციალისტი გჭირდება, ვინც დაგეხმარება.”
პირადი ისტორიის გაჟღერების შემდეგ თათია სამხარაძემ ეთერიდან დედას მადლობა გადაუხადა