ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა, – ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.
„გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, რომლებშიც იმყოფებიან.

