აშშ-ის პრეზიდენტი ერაყელი ქურთების ლიდერებს ესაუბრა, – ამის შესახებ „აქსიოსი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს მასუდ ბარზანისთან და ბაფელ თალაბანისთან სენსიტიური სატელეფონო საუბრები ჰქონდა.
როგორც მაღალჩინოსანი „აქსიოსთან“ ანონიმურობის დაცვით აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ ერაყელი ქურთები აშშ-ირანის დაპირისპირებაში ჩაერთონ.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპის სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლობირება, რომელიც აცხადებდა, რომ ქურთები შესაძლოა, კონფლიქტში ჩაერთონ, თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ეს ნეთანიაჰუს მხრიდან გადაჭარბებული შეფასებაა.
„რა როლი ექნებათ მათ ომში ან ომის შემდგომ ირანში, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას აღემატება“, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
„აქსიოსის“ ცნობით, ერაყელი ქურთების ჩართულობით ამ კონფლიქტს შესაძლოა, სახმელეთო დაპირისპირებაც შემატოს, როგორც ეს 2001 წელს ავღანეთში აშშ-ის ომის დროს მოხდა.

