შეერთებული შტატები მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. თუ ქვეყანაში იმყოფებით, დაუყოვნებლივ დატოვეთ იგი, სანამ კომერციული რეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ლიბანში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. საჰაერო დარტყმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სამხრეთში, ბექაას რეგიონში და ბეირუთის ნაწილებში”, – აღნიშნულია ბეირუთში აშშ-ის საელჩოს მიერ Х-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

