აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“აგენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და თავისი წინდახედულობით აგენტს ხელისუფლებაში აღარასდროს მოიყვანს” – არჩილ გორდულაძე

აგენტურის ბედი ასეთია, ისინი ჩვენს ქვეყანაში წარმატების მოპოვებას ვერასდროს შეძლებენ. შესაბამისად, ახლა მათ პატრონებს, უნდათ, გაუერთიანებიათ და უნდათ, დაუშლიათ თავიანთი აგენტურა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, აგენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება.

„მათი ეს ე.წ. აქტივობები მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელადაა მიმართული. როდესაც ეს ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ქართული პასპორტი უდევთ ჯიბეებში, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან, მათი გაერთიანება თუ დაშლა არავითარი შედეგის მომცემი არ არის. ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და თავისი წინდახედულობით აგენტს ხელისუფლებაში აღარასდროს მოიყვანს. მათ პატრონებს ვურჩევთ, ქართველ ხალხზე თავდასხმას თავი დაანებონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

იტვირთბა....