ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობდა და მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმოდა. თუმცა, მისივე თქმით, ირანის კონფლიქტი და მასში აშშ-სა და ისრაელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართალს არღვევს.
სანჩესის თქმით, მთელი ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგაა და ამავდროულად, ის გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება.
„ჩვენ ვიმყოფებით სულ უფრო არასტაბილურ, დაუცველ და მეომარ სამყაროში, რაც, შესაბამისად, სულ უფრო უსამართლოა ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ. მათ დაამხეს საშინელი რეჟიმი, რომელიც ჩაგრავს მის საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს – მილიტარისტული რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა მეზობლებს. ყველა ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს ასობით უდანაშაულო მსხვერპლს“, – განაცხადა სანჩესმა.

