ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის” მფლობელი ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“შეიძლება რომ შევცვალოთო პატიმრობა უფრო მსუბუქი სასჯელითო და გათავისუფლებული იქნეს დარბაზიდანო. ამ მომენტისთვის მოულოდნელი იყო, საბოლოოდ მაინც ვფიქრობდი, რომ სამართალი არ გამწირავდა. თანაგრძნობით ვარ განწყობილი და მე რასაც ვამბობ წრფელად და მთელი სიმართლით”. – განაცხადა ზაზა ართმელაძემ.

შეგახსენებთ, ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე იმყოფებოდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....