სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
სომხეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთს ყოველთვის ახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.
„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას, გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხს – მშვიდობასა და გამძლეობას“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

