ორი ბერძნული ფრეგატი და ორი ბერძნული F-16 გამანადგურებელი კვიპროსისკენ მიემართება – ამის შესახებ Cyprus Mail წერს. მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება საბერძნეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანულმა დრონებმა კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ ავიაბაზებს დაარტყა. გამოცემა წერს, რომ ორი ფრეგატიდან ერთ-ერთია Kimon კლასის Belharra, რომელიც სრულიად ახალი საზღვაო ხომალდია, ის აღჭურვილია რვა Exocet ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და 25 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით, ასევე რვა სახმელეთო თავდასხმის რაკეტით.
გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს (Kysea) სხდომის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ტელეფონით ესაუბრა კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს
„კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული თავდასხმების შემდეგ, მე დავარწმუნე პალმასი, რომ საბერძნეთი, მიმდინარე კრიზისის განმავლობაში, ყველანაირად შეუწყობს ხელს კვიპროსის რესპუბლიკის დაცვას, რათა მის ტერიტორიაზე საფრთხეები და უკანონო ქმედებები გაკონტროლდეს“ – თქვა მან.
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კვიპროსში გაგზავნილი ორი ფრეგატიდან ერთ-ერთი აღჭურვილია ბერძნული Centauros-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემით, რომელსაც სიგნალების ჩახშობა შეუძლია.

