აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას” – ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ – საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას – საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

ამას გარდა, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

„ძალის გამოყენებამ მხოლოდ (გაეროს) უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგენით შეიძლება მოიპოვოს საჭირო ლეგიტიმურობა“, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს.

ირანმა, აშშ-ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ირანმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის ბაზებია.

დღეს სპარსეთის ყურის რეგიონში ახალი დარტყმები განხორციელდა, მათ შორის ქალაქებზე: დუბაიზე, დოჰასა და მანამაზე.

იტვირთბა....