დღეს ჰაერის ტემპერატურა +10°C, +15°C იქნება, 23-24 აპრილს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ჰაერის ტემპერატურა +21-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს.
უამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა 8 რეისიც.
ცნობისთვის, გუშინ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თოვლი, სეტყვა და ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.